სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდს ამერიკული Blackmont -ის წარმომადგენლობა ეწვია

თარიღი: 02 ნოე 2016

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ამერიკული საინვესტიციო კომპანია Blackmont -ის წარმომადგენლობა მიიღო. Blackmont -ი საპარტნიორო ფონდს ინფრასტრუქტურული და კომერციული პროექტებისთვის იაფი და გრძელვადიანი საკრედიტო რესურსის მოძიებაში ხელის შეწყობას სთავაზობს. Blackmont -ის წარმომადგენლებმა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. თავის მხრივ, ფონდის მენეჯმენტმა Blackmont -ის დელეგაციის წევრებს საპარტნიორო ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, მიმდინარე და უკვე დასრულებული პროექტები გააცნეს. ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პერსპექტივები განიხილეს და ურთიერთთანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს. ამერიკული კომპანია Blackmont -ის წარმომადგენლობის ვიზიტი თბილსში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძისა და ფონდის კონსულტანტის მირიან გოგიაშვილის აშშ -ში საქმიანი ვიზიტის დროს დაიგეგმა. საპარტნირო ფონდის წარმოამადგენლები აშშ -ში ამა წლის სექტემბერში ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის OPIC-ის მიწვევით იმყოფებოდნენ. ფონდის დელეგაციამ ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მსხვილი საფინანსო წრეებისა და კომერციული სტრუქტურების ხელმძრვანელ პირებთან ოფიციალური შეხევრები გამართეს. ვიზიტის მიზანი იაფი ფინანსური რესურსის და ინვესტიციების მოზიდვა იყო. Blackmont -ი ცნობილი ამერიკული საინვესტიციო ფირმაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საფინანსო სექტორს იაფ და გრძელვადიან კრედიტებს, ფასიანი ქაღალდების ამერიკის საფონდო ბირჟებზე განთავსებას, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის იაფ საფინანსო რესურს და მომგებიან კომერციულ პროექტებში ინვესტიციების მოძიებაში ხელის შეწყობას სთავაზობს.

უკან დაბრუნება