სიახლეები & მედია

ღია კარის დღე „სტარტაპ საქართველოს“ მონაწილეებისთვის

თარიღი: 16 ნოე 2016

საპარტნიორო ფონდი  „სტარტაპ საქართველოს" კონკურსის აპლიკანტებისთვის ღია კარის დღეს აცხადებს. მათ, ვისაც აქვს ინოვაციური ბიზნეს იდეა და სურს მისი განხორციელება „სტარტაპ საქართველოსთან" ერთად, 21 ნოემბერს, ორშაბათს, 18 საათზე, ტექნოლოგიურ პარკში პროგრამის კოორდინატორები გააცნობენ კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს. საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღებას განაგრძობს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15.  15 დეკემბრამდე მიღებული განაცხადების განხილვის პროცესი და გამარჯვებულების გამოვლენა წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტში გამარჯვებული ბიზნეს პროექტები კონკურსის წესით შეირჩევა. „სტარტაპ საქართველოს" ინოვაციური კომპონენტის პირველ კონკურსში 36-მა ბიზნეს პროექტმა გაიმარჯვა. პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე ნებისმიერი პირი, ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს იდეა. საპარტნიორო ფონდის შვილობილი, შპს "სტარტაპ საქართველო" თითოეულ გამარჯვებულ იდეის ავტორთან ერთად დააფუძნებს ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე, ხოლო განმცხადებელს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ფულადი ბიუჯეტის 10%-ის მოეთხოვება, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში 45%-იანი შენატანი. შესაბამისად, 10%-ანი თანამონაწილეობის პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50,5%-იანი ან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში, ამასთან, შემდგომში მას მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი წინასწარ შეთანმხებულ პირობებით, ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.

 

უკან დაბრუნება