სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტი დაასრულა

თარიღი: 12 აპრ 2013

ახალციხეში, რაბათის ციხის მიმდებარედ (ახალციხე, ხარისჭირაშვილის ქ.1) ჯინო ველნესს სასტუმრო გაიხსნა. რომელიც ს.ს. "საპარტნიორო ფონდის" და Eurocom Investment Georgia –ას ერთობლივი დაფინანსებით აშენდა. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 5 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, საიდანაც საპარტნიორო ფონდის წილმა კონვერტირებადი სესხის სახით 2,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სასტუმრო 38 ნომრიანია. მათ შორის 2 ლუქსის ტიპის ნომერი. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს ბარს, რესტორანს, სპას, საუნასა და ღია აუზს. სასტუმრო ორგანულად ეწერება ციხე რაბათის ტურისტულ კომპლექსში. სასტუმროს გახსნის ცერემონიალის შემდეგ ს.ს. „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ და სლოვაკეთის ექსპორტ-იმპორტ ბანკის "EXIMBANKA"ის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საქართველოში, ტურიზმის სექტორში ერთობლივი პროექტის განხორციელების თაობაზე. საპარტნიორო ფონდი ტურიზმის განვითარების მიმართულებით კიდევ რამდენიმე პროექტში მონაწილეობს. კერძოდ, ესენია: ხუთვარსკვლავიანი „რიქსოსის" სასტუმრო ლიკანში (სპა–კურორტი), რომლის მთლიანი საინვესტიციო ღირებულებაა 38 მლნ აშშ დოლარი (ფონდის მონაწილეობა შეადგენს 15 მლნ აშშ დოლარს). ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რედისონი" წინანდალში 16,8 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულებით (ფონდის მონაწილეობა პროექტში განსაზღვრულია 4 მლნ აშშ დოლარით). 2,3 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულების სასტუმრო ყვარელში ილიას ტბასთან (ფონდის მონაწილეობა – 1, 15 მლნ აშშ დოლარი).

უკან დაბრუნება