სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა

თარიღი: 01 დეკ 2016

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით გაემგზავრ. ფონდის დელეგაცია სამუშაო შეხვედრებს ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და 7 სხვადასხვა პროვინციის საქმიანი წრეებთან გამართავს. ფონდის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საკონსულტაციო კომპანია ხუახე ინტერნეშენალის" მიერ ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო თანამშრომლობის კონფერენციაში". ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე 2015 წლის დეკემრიდან ამ კომპანიის საპატიო მრჩეველ-კონსულტანტია. კონფერენციაზე აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო - საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია იგეგმებავიზიტის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართება გაზისა და ნავთობის პროექტებთან დაკავშირებით. იგეგმება შეხვედრები კომპანიების ბეიჯინგ ფანგუეან ჩინტ ენერჯი ტექნიკალ კოსა" და ვმ ენერჯი"-ის მენეჯმენტთან. დაგეგმილია შეხვედრები ლოკომოტივების პროექტთან დაკავშირებით კომპანია CRRC-თან. საქმიანი ვიზიტია ჩანიშნული ფუთაოშენგის ჯგუფთან" წარმომადგენლობასთანაცსაპარტნიორო ფონდის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გუანდუნის პროვინციაში აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის" და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის თანამშრომლობის საფუძველზე აბრეშუმის გზისსაერთაშორისო თანამშრომლობისა და ვაჭრობის ცენტრში" საპარტნიორო ფონდიწარმომადგენლობის გახსნა იგეგმება, რომელიც ინვესტიციების მოზდვასა და საქართველო - ჩინეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელსდელეგაციის წევრები აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის" ორგანიზებით თანამშრომლობის განვითარების კონფერენციაში" სახელწოდებით საერთაშორისო ინდუსტრიული პარკების ერთობლივი მშენებლობისათვის" მიიღებენ მონაწილეობას. დაგეგმილია შეხვედრა აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთანსაპარტნიორო ფონდის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 13დეკემბერს შანხაიში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრებით დასრულდება.

უკან დაბრუნება