სიახლეები & მედია

ჩინური Sino Sure საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 19 დეკ 2016

საპარტნიორო ფონდს ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კომპანია Sino Sure ეწვია. Sino Sure წარმომადგენლებმა ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა სტუმრებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, მიმდინარე და უკვე განხორციელებული პროექტები გააცნეს. ჩინეთის უმსხვილესი კომპანია Sino Sure -ი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო საინვესტიციო ურთიერთობების მიზნით ფონდთან ურთიერთგაგების მემორამდუმი გააფორმოს. Sino Sure -ი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 50 000-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს და ბოლო 6 წლის განმავლობაში ბიზნესის დაზღვევის მხრივ ჩინეთში პირველ ადგილს იკავებს. Sino Sure პარტნიორ კომპანიებს სავაჭრო, სამრეწველო, ფისკალური და ფინანსური პოლიტიკის წარმოებასა და ასევე, ექსპორტის დაზღვევის ინსტრუმენტების განვითარებაში უწყობს ხელს.


უკან დაბრუნება