სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპის ელჩის“ სპეციალური პროგრამა დაიწყო

თარიღი: 30 დეკ 2016

საპარტნიორო ფონდმა,სტარტაპსაქართველოს" პროგრამაში რეგიონების ჩართულობის გაზრდის მიზნით სპეციალური პროგრამა სტარტაპის ელჩი" დაიწყო. პროგრამა გულისხმობს, ეკონომიკური განათლების მქონე სტუდენტების ჩართვას პოტენციური სტარტაპერების მოძიებაში მთელი საქართველოს მასშტაბით და მათთვის დახმარების გაწევას, იდეების ფორმულირებაში, კვალიფიციური ბიზნეს გეგმების მომზადებაში, განაცხადების შევსებაში. სანაცვლოდასეთ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ რეალურ ბიზნეს პროექტებთან მუშაობის გამოცდილება, გაიარონ სტაჟირება „სტარტაპ საქართველო"-ში და ისარგებლონ დამატებითი კრედიტებით უმაღლეს სასწავლებლებში„ეს პროგრამა დაეხმარება ჩვენს თანამოქალაქეებს სხვადასხვა რეგიონებიდან საკუთარი საინტერესო და სიცოცხლისუნარიანი იდეებისტარტაპ საქართველოს" დახმარებით რეალურ პროექტებად აქციონ. ახალგაზრდები შეასრულებენსტარტაპ საქართველოს" ელჩების როლს, წარმოაჩენენ რა ამ პროგრამას ქალაქებსადა სოფლებში. საბოლოო ჯამში კი ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ საინტერესო პროექტს რეგიონებიდან დასტარატაპ საქართველოკიდევ უფრო სახალხო პროექტი გახდება," განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ. საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა საწყის ეტაპზე შეხვედრები გამართეს ეკონომიკური პროფილის სტუდენტებთან თელავის, გორის, რუსთავის, ახალციხის, ბათუმის, ქუთაისის უნივერსიტეტებშიაღსანიშნავია, რომ 300-მდე სტუდენტმა უკვე გამოხატა სურვილი ჩაერთოსსტარტაპის ელჩის" პროგრამაში„სტარტაპ საქართველო" პროგრამა ხორციელდება საპარტნიორო ფონდის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება. დღეისათვის გამარჯვებულად 65 პროექტი გამოცხადდა. პროექტების შერჩევა კონკურსის წესით ხდება. ახალი წლიდან „სტარტაპ საქართველოს" პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა და მათი შესწავლა განხორციელდება მუდმივ რეჟიმში, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოება პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე მოხდება.

 


უკან დაბრუნება