სიახლეები & მედია

ირაკლი კოვზანაძემ ტოკიოში მიმდინარე აზიის განვითარების ბანკის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

თარიღი: 23 აპრ 2013

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ იაპონიაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.  საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ორგანიზებულ საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის პარტნიორობის განვითარების ყოველწლიურ ფორუმში.  ვიზიტის ფარგლებში შედგა ორმხრივი სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა იაპონურ ორგანიზაციებთან. კერძოდ, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი შეხვდა იაპონიის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ვაჭრობის ასოციაციის "ROTOBO”-ს დირექტორს ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, შეხვედრა შედგა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) გენერალურ დირექტორთან, სადაც მხარეებმა განიხილეს და დაგეგმეს საქართველოში უახლოეს მომავალში საქართველო-იაპონიის ბიზნეს–ფორუმის ჩატარების შესაძლებლობა, რომელშიც მონაწილეობას წამყვანი იაპონური კომპანიების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ.

უკან დაბრუნება