სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ეწვივნენ

თარიღი: 26 იან 2017

საპარტნიორო ფონდს აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლები ეწვივნენ და ფონდის მენეჯმენტს ბანკის ახალი სტრატეგია და პროდუქტები გააცნეს. აზიის განვითარების ბანკი დაინტერესებულია გააქტიუროს თანამშრომლობა კერძო სექტორთან საქართველოში, რომლის მხარდაჭერა საპარტნიორო ფონდის ძირითადი ამოცანაა. ბანკის წარმომადგენლობა მზად არის განიხილოს ფონდთან თანამშრომლობის შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით. თავის მხრივ, ფონდის ხელმძღვანელობამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა იმ პროექტებში მონაწილეობის გამო, რომელსაც საპარტნიორო ფონდი (სხვა საფინანსო ინსიტუტებთან ერთად) ბანკის ჩართულობით ახორციელებს და განაცხადა, რომ მომავალშიც განიხილავს ამ ინსტიტუციის მონაწილეობით სხვადასხვა პროექტების განვითარებას. მათ შორის, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სტუმრებს გააცნო სამომავლო გეგმები ფონდის მიერ ცალკეული ბიზნეს-სექტორის კვლევების ჩატარების და ბიზნეს-გეგმების მომზადების მიმართულებით და ამ საკითხში თანამშრომლობა შესთავაზა. აზიის განვითარების ბანკი (ADB)სხვა საფინანსო ორგანიზაციებსა და საპარტნიორო ფონდთან ერთად ნენსკრა ჰესის პროექტშია ჩართული.


უკან დაბრუნება