სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

თარიღი: 30 იან 2017

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია 30-31 იანვარს, ბუდაპეშტში დაგეგმილ Hotel Investment Conference CEE&Caucasus-ი მონაწილეობას მიიღებს. კონფერენცია კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში უძრავი ქონების განვითარებას და ინვესტირებას ეძღვნება. ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს იმ დეველოპერი და ინვესტორი კომპანიების პირველ პირებთან, რომლებიც უძრავი ქონების სექტორში მოღვაწეობენ. საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები უცხოელ ინვესტორებს საქართველოს უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და ფონდის მიერ ამ სექტორში უკვე განხორციელებული და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ გააკეთებენ პრეზენტაციას. საუბარი ასევე შეეხება რეგიონებში სასტუმროების განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის წყალტუბოს როგორც ბალნეოლოგიური კურორტის აღორძინება და მისი განვითარების და რაჭის ტურისტული ზონის განვითარების შესახებ. შეხვედრები ასევე იგეგმება უნგრეთის ექსიმბანკის წარმომადგენლობასთანაც. ტურიზმი და უძრავი ქონების სექტორი საპარტნიორო ფონდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2015 წელს ფონდმა ლიკანში, 5 ვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი" გახსნა. სასტუმროების მიმართულებით საპარტნიორო ფონდის მიერ დასრულებული პროექტებია ასევე სასტუმრო „ჯინო ველნესი" ახალციხეში, „როიალ ბატონი" ყვარელში, და მულტიფუნქციური სპა გამაჯანსაღებელი კურორტი საირმეში. ამჟამად ფონდი ჩართულია კახეთის რეგიონში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს - „წინანდალი რედისონის" პროექტის განხორციელებაში. საპარტნიორო ფონდი ასევე აშენებს 3 ვარსკვლავიან Best Western-ის საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს ქ. ქუთაისში, რომელიც პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება იმერეთის რეგიონში.


უკან დაბრუნება