სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდს ბელარუსიის დელეგაცია ეწვია

თარიღი: 09 თებ 2017

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი ბელარუსიის დელეგაციას შეხვდა. ფონდს ბელარუსიის ინდუსტრიის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ოგოროდნიკოვი, ბელარუსიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი ევდოჩენკო და ბელარუსიის ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი ესტუმრა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და კონკრეტული პროექტების შესახებ ისაუბრეს. ფონდის მენეჯმენტმა ბელარუსიის დელეგაციის წარმომადგენლებს ფონდის მანდატი, ფუნქცია, პრიორიტეტები და მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნეს. თავის მხრივ, ბალრუსიის დელეგაციამ საქართველოს საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის შესაძლო ფორმატი განიხილა.ბელარუსიის დელეგაციის წევრებმა საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით საქართველოში მაღალი ტექნელოგიების სფეროში ინვესტირების სურვილი გამოთქვეს. შეხვედრაზე ბელარუსიის მხარემ ფონდის მენეჯმენტს საქართველოში ლიფტების წარმოების დაწყების შესახებ ინიციატივა გააცნეს და ამ მიმართულებით სამომავლო პარტნიორული ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარია ბელარუსიულ კომპანია MOGILEV METALLURGICAL WORKS-ის წარმოების ანალოგიის შექმნაზე საქართველოში.MOGILEV METALLURGICAL WORKS-ი აწარმოებს მაღალი ხარისხის სერტიფიცირებულ პროდუქტს და ორიენტირებულია ნანო ტექნოლოგიებზე. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.


უკან დაბრუნება