16:38
„საპარტნიორო ფონდი“ ჩინეთში, ქალაქ შანთოუში „2019 წლის საერთაშორისო ელექტრონული ვაჭრობის გამოფენაში“ სპეციალური კუთხით იყო წარმოდგენილი.
13:32
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა. მადრიდში გამართული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მე-60 საიუბილეო შეხვედრის ფარგლებში, საქართველო ოფიციალურად დასახელდა ორგანიზაციის პრეზიდენტად. შეხვედრას საქართველოს დელეგაცია ესწრებოდა, რომლის შემადგენლობაში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე იყო.
12:00
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
16:05
„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ჩოლოყაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვაზე დამსწრე საზოგადოებას „საპარტნიორო ფონდისა“ და ავსტრიული საკონსულტაციო კომპანია „Kohl and Partner“-ის მიერ ერთობლივად შემუშავებული „წყალტუბოს განვითარების კონცეფცია“ გააცნო.
15:30
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციის გუბერნატორ თან ჟენძიენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და მათი განვითარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, ისევე როგორც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას, რომელმაც ბიძგი მისცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
15:25
„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, შანხაიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ ინიცირებულ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა.
13:10
„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს აცხადებს.
18:10
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჭოუს ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს დელეგაციას შეხვდა.
10:00
დავით საგანელიძემ საქმიანი საუბრები გამართა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან
11:10
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვიქტორია ჰორვატი და ეკონომიკური სტრატეგიისა და რეგულაციების საკითხებში უნგრეთის სახელმწიფო მინისტრი გიორგი ლასლო მიიღო.