ვალერიან გამტკიცულაშვილი

უმცროსი საინვესტიციო ოფიცერი

 

ვალერიან გამტკიცულაშვილი „საპარტნიორო ფონდში“ 2017 წლის აგვისტოდან მუშაობს. იგი ჩართულია სხვადასხვა მიმართულების პროექტებში საინვესტიციო მიმართულებით.

2017 წელს მან ედინბურგის ბინზეს სკოლის (ჰერიოტ-ვოტის უნივერსიტეტი) ბიზნეს ადმინსიტრირების მაგისტრის ხარისხი აიღო. მაგისტრატურაზე სწავლისას, ქალაქ ლონდონში მან სამსახურებრივი გამოცდილება სხვადასხვა პროფილურ თუ არაპროფილურ პოზიციაზე მიიღო.

2011-2014 წლებში ვალერიანი ნიუკასლის უნივერსიტეტში, მარკეტინგისა და მენეჯმენტის ბაკალავრის ფაკულტეტზე სწავლობდა.  უნივერსიტეტში სწავლისას, იგი წარმატებით უძღვებოდა საკუთარ სტარტაპ ბინზესს.

2009-2011 წლებში ვალერიან გამტკიცულაშვილი აბაკუს კოლეჯში ქალაქ ოქსფორდში, ბიზნესის  მიმართულებით სწავლობდა.

დიდ ბრიტანეთში ყოფნისას, იგი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტში, გადამზადების კურსებსა და სემინარში, როგორიცაა FLUX Business Competition, Common Purpose Leadership programme, London Economics Symposium და სხვა.

ვალერიანი არის ავტორი ნაშრომის „Entrepreneurship in Georgia”.