ანნა ჭაბაშვილი

საინვესტიციო ოფიცერი

ანნა ჭაბაშვილი სს „საპარტნიორო ფონდში“ საინვესტიციო ოფიცრის პოზიციას 2017 წლიდან იკავებს.

2014-2017 წლებში ანნა ჭაბაშვილი აუდიტორულ კომპანია „ფრაისვოთერჰაუსკუპერს“-ის საქართველოს ფილიალში, საწარმოო და საცალო ვაჭრობის ინდუსტრიების მიმართულებით მუშაობდა.

2015 წელს მან საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი აიღო ბიზნეს ადმინისტრირების და ფინანსების მიმართულებით.

2015 წლიდან ანნა ჭაბაშვილი სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) წევრია.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.