ნინო ჩოლოყაშვილი

საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

ნინო ჩოლოყაშვილს 2016 წლიდან სს „საპარტნიორო ფონდის" საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებს. 

2012-დან 2016 წლამდე იგი უფროსი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე „საპარტნიორო ფონდის" წარმოების მიმართულებას ხელმძღვანელობდა. 2013 წლიდან იგი პასუხისმგებელი სოფლის მეურნეობის სექტორზეც გახდა. პორტფელების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 125 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.  

ნინო ჩოლოყაშვილს საკონსულტაციო სფეროში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება აქვს. 2007 წლიდან 2012 წლამდე იგი ქართულ-ამერიკულ საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting-ში მუშაობდა, თავდაპირველად კონსულტანტის პოზიციაზე, შემდეგ - მთავარი კონსულტანტის, ხოლო 2010 წლიდან - პარტნიორის/მმართველი კონსულტანტის პოზიციაზე. 

2005-2007 წლებში ნინო ჩოლოყაშვილი გერმანულ საკონსულტაციო კომპანია GOPA Consulting-ში მუშაობდა, სადაც იგი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებულ პროექტში მონაწილეობდა. 

2006 წელს ნინო ჩოლოყაშვილმა კავკასიის ბიზნეს სკოლა (ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტი) დაამთავრა. 

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.