რატი მეხრიშვილი

საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი  

 

რატი მეხრიშვილი სს „საპარტნიორო ფონდში" 2014 წლიდან მუშობს. თავდაპირველად, იგი საინვესტიციო ოფიცერი იყო, სოფლის მეურნეობის პროექტების მიმართულებით, ხოლო 2016 წლიდან მუშაობას აგრძელებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე და მართავს სოფლის მეურნეობისა და წარმოების საინვესტიციო პორტფელს. 

რატი მეხრიშვილის გამოცდილება, ასევე, მოიცავს საქართველოს ერთერთ უმსხვილეს კომპანიაში, შპს „რუსთავის ფოლადში“ საქმიანობას 2012-2014 წლებში, სადაც წარმატებით დანერგა ERP სისტემა. 

2011-2012 წლებში რატი მეხრიშვილი ბანკ „კონსტანტაში“ მუშაობდა. 

2011 წელს მან კავკასიის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის დიპლომი მიიღო. ამჟამად იგი არის CFA-ის მესამე დონის კანდიდატი. 

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.