ლაზარე ჭონაშვილი

საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი

ლაზარე ჭონაშვილი სს „საპარტნიორო ფონდში" 2014 წლიდან მუშობს. მისი კარიერა „საპარტნიორო ფონდში“ საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე დაიწყო. 2016 წლიდან იგი  უფროსი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურის პროექტების მიმართულებით. მისი ჯამური პორტფელი 150 მილიონ დოლარს შეადგენს. 

ფონდში მუშაობის დაწყებამდე, ლაზარე ჭონაშვილის საქართველოს ერთერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფ „GIG“-ში, უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე რეპორტინგისა და ფინანსური ანალიზის დეპარტამენტში მუშაობდა. 

2012-2014 წლებში ლაზარე ჭონაშვილი მოწინავე საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია „Deloitte“-ში მუშაობდა, სადაც წარმატებით გაიარა ყველა საფეხური სტაჟირებიდან პროექტის ხელმძღვანელობამდე. 

2011-2014 წლებში ჩართული იყო წამყვანი ბანკებისა და კომპანიების აუდიტის პროცესში.  

2012 წელს ლაზარე ჭონაშვილმა დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლა ბიზნესის ადმინისტრირების განხრით, ბაკალავრის ხარისხით. 

ფლობს ინლისურ და რუსულ ენებს.