„საპარტნიორო ფონდს“ International Economic and Technical Cooperation (CJIC)-ის დელეგაცია ეწვია

31 ოქტ 2017 0 2503

   

International Economic and Technical Cooperation (CJIC)-ის დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტს შეხვდა. ჩინეთის ძიანსის პროვინციის საერთაშორისო ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრლომლობის კორპორაცია CJIC-ი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით ინტერესდება და ქვეყნის ტურიზმისა და უძრავი ქონების სფეროებში კაპიტალდაბანდებას გეგმავს.

„საპარტნიორო ფონდში" გამართულ შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ ფონდთან პარტნიორობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა და ერთობლივი პროექტების განხორიელების პერსპექტივებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა. გამოითქვა ინტერესი რაჭისა და წყალტუბოს განვითარების პროექტების მიმართ. თავის მხრივ, „საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტმა ჩინეთის ძიანსის პროვინციის საერთაშორისო ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრლომლობის კორპორაცია CJIC-ს ფონდის მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრას ჩინური მხრიდან, დელეგაციის ხელმძღვანელი ჩინეთის ძიანსის პროვინციის საერთაშორისო ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრლომლობის კორპორაცია CJIC-ის ვიცე-პრეზიდენტის და შვილობილი კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის სექტემბერში „საპარტნიორო ფონდის" დელეგაციის ჩინეთში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდსა" და ძიანგსის პროვინციის საერთაშორისო ეკონომიკურ - ტექნიკური თანამშრომლობის კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს მოიცავს.

International Economic and Technical Cooperation (CJIC)-ის შესახებ: 

ჩინეთის ძიანსის პროვინციის საერთაშორისო ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრლომლობის კორპორაცია 1983 წელს დაარსდა. ის არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი საწარმო, რომლის ძირითადი საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო და საშინაო საკონტრაქტო მშენებლობას, შრომითი ექსპორტის მომსახურებას, სამთო ინვესტირებასა და ექსპლუატაციას, უძრავი ქონების განვითარებას როგორც ჩინეთში, ასევე - საზღვარგარეთ, საგარეო ვაჭრობას, ასევე, ჩინეთის დახმარებით განხორციელებულ პროექტებს. ამჟამად კორპორაცია ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სფეროში მსოფლიოს მასშტაბით 23 ქვეყანასთან აქტიურად თანამშრომლობს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები