„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

30 ოქტ 2017 0 2407

   

„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაშიგამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

გლობსეკისმიერ ორგანიზებული „ტატრას სამიტის"ფარგლებში, დავით საგანელიძე სხვადასხვა სესიას დაესწრო, მათ შორის, ევროპის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის გაზრდის, ევროკავშირის ენერგეტიკის ბაზრის, ევროპაში სიღარიბესთან, დანაშაულთან, ტერორიზმთან და სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გამართულ სესიებში მიიღო მონაწილეობა.

„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ბრატისლავაში ბიზნეს წრეებსა და მსხვილი ევროპული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, საქართველო მრავალჯერ ახსენეს, როგორცსანდო პარტნიორი.

„ტატრას სამიტის"ერთერთი მასპინძელი და მომხსენებლი ევროპისსაინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკი იყო, რომელმაც გასულ კვირაში ტალინში გამართულაღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესფორუმზე აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც მას საუკეთესო ურთიერთობები და მიმდინარე პროექტები აკავშირებს.

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმის, „ტატრას სამიტი 2017"-ის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებმა ისეთი გლობალური თემები განიხილეს, როგორებიცაა ევროპის კეთილდღეობა, ციფრული ბაზარი, ინოვაციური ენერგია, ინვესტიციები, ევროპის კონკურენტუნარიანობის დაბრუნების პერსპექტივები და ა.შ.

გლობსეკისმიერ ორგანიზებული „ტატრას სამიტ" არის ყოველწლიური საერთაშორისოკონფერენცია, რომელიც ევროპის ყველაზე მწვავე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებს მოიცავს. კონფერენციის მიზანია, მიმდინარე კრიზისებისა და მათიგადაჭრის გზების განხილვა და ევროპის მომავლის ფორმირებაში წვლილის შეტანა. სამიტზე სხვადასხვა ქვეყნისა და ევროკავშირის ლიდერები, ასევე, ევროპის გავლენიანი ორგანიზაციების წამყვანი ექსპერტები შეხედულებების გასაცვლელად და დებატებში მონაწილეობის მისაღებად 2013 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს იკრიბებიან.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები