„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტივიო კომპანია „გაზელ ფაინანსმა” სწრაფი კვების ობიექტ „დეგუსტოში“ პირველი ინვესტიცია განახორციელა

09 ნოემბ 2017 0 3943

   

„საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური თანამონაწილეობით საინვესტიციო ფონდმა „გაზელ ფაინანსმა” სწრაფი კვების წამყვან ობიექტ „დეგუსტოში“ პირველი ინვესტიცია განახორციელა. რესტორნების ქსელმა „დეგუსტომ“ „გაზელ ფონდის” მიერ განხორციელებული ინვესტიციის დახმარებით, ახალი ობიექტი გახსნა.

გახსნის ცერემონიალს „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, „დეგუსტოს“ ფინანსური დირექტორი გიორგი მუშკუდიანი, „გაზელ ფაინანსის” აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ლიბერტი, ჰოლანდიის ელჩი ჯოშ დოუმა, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა და სოფლის სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„გაზელ ფონდის” მიერ განხორციელებული ინვესტიცია „დეგუსტოს“ საშუალებას მისცემს, სწრაფად გააფართოვოს საკუთარი ქსელი თბილისის მასშტაბით და ორწლიან პერიოდში ობიექტების რაოდენობა ხუთიდან თორმეტამდე გაზარდოს, რის შედეგადაც ბაზარზე 100-ზე მეტი დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

2017 წელს საქართველოს მშპ-ის 4% -ანი ზრდისა და ტურიზმის 20%-ანი მატების ფონზე, რესტორნების ქსელი შეძლებს, ეფექტურად უპასუხოს საშუალო კლასისა და მრავალფეროვანი საერთაშორისო კლიენტების მზარდ მოთხოვნას.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები