"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ფონდში ჩინური კომპანიების დელეგაცია მიიღო

21 ნოემბ 2017 0 113

   

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ ფონდში ჩინური კომპანიების დელეგაცია მიიღო. 


ფონდს ჩინეთის ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო SINOSURE; ჩინეთის ერთერთი უმსხვილესი სახლმწიფო კომერციული ბანკი Bank of China; კომპანია Georgian Shenke Power Investment -ი და ჩინეთის მცირე ჰიდროელექტროსადგურების აღჭურვილობის ერთერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Zhejiang Jinlun Electromechanic-ი ეწვია.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ სამუშაო შხვედრაზე ფონდის მენეჯმენტმა და ჩინური კომპანიების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს და სამოქმედო გეგმა დასახეს.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფოდსა და ჩინეთის ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კომპანია Sinosure-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არის გაფორმებული. ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონია ამა წლის 21 სექტემბერს, პეკინში შედგა.

ოფიციალურ დოკუმენტს ხელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით მყოფმმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა დავით საგანელიძემ და SINOSURE კორპორაციის ხელმძღვანელმა ვან იმ მოაწერეს.


საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო საინვესტიციო ურთიერთობების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის ერთობლივი დაფინანსების მექანიზმების შემუშავებას, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ სფეროებში, როგორიცაა სამთო გადამუშავება, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ენერგეტიკა ტრანსპორტი და ვაჭრობა.

ფონდში გამართულ შხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ და SINOSURE ქართულ და ჩინურ პროექტებს კოორდინაციას და მხარდაჭერას ერთობლივად გაუწევენ.

SINOSURE-ს შესახებ:

SINOSURE არის ჩინეთის სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილი სადაზღვევო კომპანია, რომელიც ჩინეთის საგარეო ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას უწყობს ხელს. კორპორაცია 2001 წელს შეიქმნა. ამჟამად, მას ოპერაციების ფართო ქსელი აქვს. საკუთარი საქმიანობის ფარგლებში, კორპორაცია აზღვევს ჩინეთის საგარეო ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მხარს უჭერს საგარეო ვაჭრობის განვითარებას და ეკონომიკურ კოოპერაციას, ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, უმუშევრობის შემცირებას და საგადამხდელო ბალანსის დადებითი სალდოს ზრდას.

SINOSURE-ის ძირითადი პროდუქტებს შეადგენს საშუალო და გრძელვადიანი ექსპორტის საკრედიტო დაზღვევა, საერთაშორისო ინვესტიციებისა და ლიზინგის დაზღვევა, მოკლევადიანი ექსპორტის საკრედიტო დაზღვევა, შიდა სავაჭრო საკრედიტო დაზღვევა, საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული ობლიგაციები და გარანტიები, ინვესტიციები, საკრედიტო დაზღვევის გადაზღვევა, სადაზღვევო ფონდების მართვა, სავაჭრო დებიტორების მართვა, სესხების მართვა, ფაქტორინგი, საკრედიტო რისკებთან დაკავშირებული კონსულტაცია და საკრედიტო რეიტინგები. SINOSURE-მა, ასევე, დანერგა “SINOSURE Online”, მულტი-ფუნქციური ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც პოლისის მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ სწრაფი და მოსახერხებელი მომსახურება.

2015 წლის მონაცემებით, SINOSURE მიერ დაზღვეული ექსპორტისა და ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 2.8 ტრილიონი აშშ დოლარი. კორპორაციის პოლისებით დაიზღვია ათასობით ექსპორტიორი და ასობით საშუალო და გრძელვადიანი პროექტი. კორპორაციის მხარდაჭერით, განხორციელდა 413 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დაკრედიტება 233 კომერციული ბანკის მიერ.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები