„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი“დაფუძნდა

28 ნოემბ 2017 0 80

   

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში დღეს „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი“დაფუძნდა.

შანხაის უმსხვილეს ხუასინის ენერგეტიკულ კომპანია CEFC-ისა და „საპარტნიორო ფონდის“ ერთობლივი „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი“, ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში ახალ საინვესტიციო პლატფორმას და მყარ ფინანსურ ინსტრუმენტს გააჩენს. თანამშრომლობა სავაჭრო-საინვესტიციო და კულტურულ სფეროებში შედგება.

ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ შანხაის უმსხვილეს ხუასინის ენერგეტიკულ კომპანია CEFC Shanghai Financial Service Co., Ltd-ის ლუქსემბურგში დაფუძნებულ შვილობილ Georgia Investment S.C.S-სა და სს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანია შპს „East West Bridge”-ს შორის შედგა. დოკუმენტს ხელი „საპარნტიორო ფონდის“ მხრიდან, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, Georgia Investment S.C.S-ის მხრიდან კი - კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჭოუ სინ იუმ მოაწერეს.

„ხუასინის ენერგეტიკული კორპორაცა CEFC-ი რეკომენდაციას გაუწევს ჩინეთის წამყვან მრავალპროფილიან საწარმოებს საქართველოში გაეცნონ არსებულ საინვესტიციო პოტენციალს. ასევე, ჩინელ მეწარმეებს კონსულტაციებს გაუწევს „საპარტნიორო ფონდთან“ სტრატეგიული პროექტების განხორციელების შესახებ. „საპარტნიორო ფონდმა“ კომპანია CEFC-თან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკები ჯერ კიდევ 10 თვის წინ დაიწყო. ახლადშექმნილი ფონდი ფულს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ინდუსტრიის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში დააბანდებს“. „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი“ მნიშნელოვანი პლატფორმა იქნება საქართველო-ჩინეთს შორის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დოირექტორმა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის მაისში პეკინში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ პროექტის ფარგლებში, სს „საპარტნიორო ფონდსა“ და შანხაის ხუასინის ენერგეტიკულ კომპანიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. მხარეები ერთობლივი ფინანსური ინსტიტუტის შექმნის შესახებ მსჯელობდნენ, რაც საბოლოოდ, ერთობლივი „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდის“ შექმნით დასრულდა.
CEFC-ის შესახებ

ჩინეთის ერთერთი უმსხვილესი კომპანია CEFC-ი ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სფეროებში მოღვაწეობს. კომპანიის სტრატეგია მოიცავს საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას და კარგად ორგანიზებული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკისა და საინვესტიციო ჯგუფის ჩამოყალიბებას. კომპანია 2002 წელს დაარსდა და მისი წლიური ბრუნვა 35 მილიარდ დოლარს აღწევს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები