საქართველოში ქურთუკების წარმოება დაიწყება

08 დეკ 2017 0 2867

   

„საპარტნიორო ფონდს“ ძიანგსის პროვინციის ინდუსტრიული ქალაქ კუნცინის მთავრობისა და ბიზნეს სექტორის გაერთიანებული დელეგაცია ეწვია. ჩინელი ინვესტორები საქართველოში ე.წ. „დუტი" ქურთუკების წარმოების შექმნას, ქვეყანაში დამზადებული პრდუქციის ევროკავშირის, ამერიკისა და კანადის ბაზრებე გატანას და 300-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელის ჩინეთის ტექსტილის საწარმოებში გადამზადებას გეგმავენ.

ჩინეთის ძიანგსის პროვინციის ინდუსტრიული ქალაქის მენეჯმენტი და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ფონდში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგლე ნათია თურნავამ მიიღო. შეხედრას, ფონდის მხრიდან, საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩინური მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობას ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კომიტეტის-ის (Chinese People's Political Consultative Committee ) თავმჯდომარე ქუან ცუენშეუი; ქალაქ კუნცინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინდსუტრიისა და ინფორმაციულ-ტექნოლოგიური კომიტეტის (Gongqing City Science and Technology Industry and Information Technology Committee Committee) ხელმძღვანელი ვან შუნხუა; სამკერვალო ინდუსტრიის განვითარების ოფისის (Garment Industry Development Office-ის Office) გენერალური დირექტორი ლიუ ხუეი; ქალაქ გუნცინის ეროვნული მაღალტექნოლოგიური პარკის (Gongqingcheng National Hi-tech Park ) გენერალური დირექტორი ხუან პინი და Garment Export Industrial Park Co., Ltd.-ის ხელმძღვანელი სია ფინძიე იღებდნენ.

ჩინური მხარე საქართველოში ტექსტილის სფეროში ინვესტირებას და „საპარტნიორო ფონდთან“ ერთობლივი პროექტის განხორციელებას გეგმავს. ამ მიზნით, „საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის დეტალების და სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელეს, რომლის მიხედვით, საქართველოში დუტის ქურთუკების ქარხანა უნდა აშენდეს. წინასწარი პროექტით, ცნობილი ბრენდებისთვის საექსპორტო პროდუქცია დამზადდება. საწყის ეტაპზე კი განსაკუთრებუბლი ყურადღება „იაია“(Yaya)-ს ბრენდს დაეთმობა, რომელიც ჩინეთში1972 წლიდან იწარმოება და ექპორტზე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გადის. პროექტის ფარგლებში საქართველოდან ჩინეთში ცნობილ ტექსტილის საწარმოებში 300-ზე მეტი მუშახელი გადამზადდება.

შეხვედრაზე აქცენტი ტექსტილის ინდუსტრიის მზარდ ტენდენციაზე გაკეთდა. აზიური ქვეყნები საერთაშორისო ტექსტილის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ჩინეთს კი მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის ყველაზე დიდი წილი აქვს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების შემდეგ,ი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე ქვეყნის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ჩინეთის ძიანგსის პროვინციის უმსხვილესი ქურთუკების საწარმო ჩინეთის მოსახლეობის 60% აკმაყოფილებს და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების დაკვეთებს ასრულებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ქურთუკების ქარხნის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთან რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორის დავით საგანელიძეს შეხვედრები ჩინეთში სამუშაო ვიზიტების დროს ძიანგსის პროვინცის მთავრობასთან და ჩინეთის უმსხვილეს ქურთუკების მწარმოებელ კომპანისთან ჰქონდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში საპარტნირო ფონდის მიერ ორგანიზებულ საქართველო- ჩინეთის ბიზნეს სემინარზე გაფორმდა.

ერთობლივი საწარმოს შექმნის პროექტის მნიშვნელობასა და პოტენციალზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ძიანგსის ვიცე-გუბერნატორმა ფონდის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრეს. საპარტნიორო ფონდის დელეგაცია პირველად ძიანგსის პროვინციაში 2016 წლის მარტში იმყოფებოდა, მაშინ ქართულმა მხარემ ძიანგსის უმსხვილესი ბიზნესების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები გააცნო. საპარტნიორო ფონდსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პრვინციის ქურთუკების ქარხანას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს ხელი სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოეწერა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები