აშშ-ი საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აშშ-ის ბაზრისთვის გათვლილი ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

11 დეკ 2017 0 2745

   

აშშ-ი საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ამერიკის შეერთბული შტატების ბაზრისთვის გათვლილი ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ქართული ღვინის პრეზენტაციის ცერემონიალი ვაშინგტონში შედგა, რომელშიც მონაწილეობა ქართული მხრიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ, პროექტ „გლობალ ბრენდის“ ხელმძღვანელმა ტარიელ ჩიჩუამ და ღვინის ტექნოლოგმა ლადო უზუნაშვილმა მიიღეს.

ღონისძიებას ამერიკის მხრიდან ამერიკის Silicon Valley Bank-ის ღვინის დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი რობ მაკმილანი, სუპერმარკეტების ღვინის დივიზიის ვიცე-პრეზიდენტი ჯიმ ბლუმლინგი, სადისტრიბუციო კომპანიების მრჩეველი მარტი ვოლინსკი, ასევე, აშშ-ს ღვინის ბაზრის ექსპერტები, ღვინის მაგისტრები, დისტრიბუტორი კომპანიები, საცალო ქსელის, საფინანსო და ბიზნეს სექტორის წარმოადგენლები ესწრებოდნენ.

აშშ-ს ბაზრისთვის გათვლილი ქართული ღვინის პრეზენტაცია ვაშინგტონში „საპარტნიორო ფონდის“ ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერითა და ინიციატივით შედგა. პრეზენტაციაზე შეკრებილმა საპატიო სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს და შეაფასეს. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიოორო ფონდი“ ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე ეწევა, როგორც აზიის, ასევე ევროპის და ამერიკის ქვეყნებში. საქართველო აღიარებულია ღვინის სამშობლოდ და ქართული ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათია. ამერიკის ღვინის ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია და ჩვენთვის საინტერესო. ქართულ ღვინოს უდიდესი პოტენციალი აქვს. მთავარია, სწორი მიდგომა იყოს, რაც ცნობადობის ამაღლებაში გამოიხატება. კონკურენტი ძალიან ბევრი გვყავს. საქართველოს სახელწიფოს მიზანია ქართული ღვინო ისეთ კატეგორიად დამკვიდრდეს ამერიკაში, როგორიც არის მაგალითად ფრანგული, ესპანური და იტალიური ღვინოები. დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ სწორი მიდგომით ყველაფერი შესაძლებელია. კარგია, რომ კიდევ ერთი, აშშ-ს ბაზრისთვის გათვლილი ღვინო წარვუდგინეთ ამერიკელ მომხმარებელს, რომელსაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. მადლობა მინდა გადავუხადო „საპარტნიორო ფონდის“ ამერიკელ პარტნიორებს ღონისძიების ორგანიზების მხარდაჭერისთვის“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აშშ-ში საქმიან ვიზიტს განაგრძობს და მსხვილი კომერციული სტრუქტურებისა და საფიანასო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ხვდება.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები