„საპარტნიორო ფონდის“ მოწვევით საქართველოში ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჭენ ჭძიესი თანმხლები დელეგაციით იმყოფება. ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მთავრობისა და "საპარტნიორო ფონდის" წარმომადგენლებს ხვდება

12 დეკ 2017 0 2466

   

„საპარტნიორო ფონდის“ მოწვევით საქართველოში ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჭენ ჭძიესი თანმხლები დელეგაციით იმყოფება. ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მთავრობისა და "საპარტნიორო ფონდის" წარმომადგენლებს ხვდება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჭენ ჭძიესი პირველ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდა. შეხვედრას, რომელსაც "საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტი ესწრებოდა, საუბარი საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე წარიმართა. განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება პარტნიორობაზე, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებობს, ისეთი გლობალური ინიციატივის ფარგლებში, როგორიცაა „ერთი სარტყელი - ერთი გზა“.

ჩინეთის განვითარების ბანკს 37 მლრდ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამოყოფილი აღნიშნული ინიციატივის მონაწილე ქვეყნებში პროექტების დასაფინანსებლად. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოში ჩინეთის განვითარების ბანკის რეგიონალური ოფისის გახსნის შესაძლებლობაზე.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები