საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ჩინეთის უმსხვილეს სამშენებლო კომპანიის პირველ პირებს შეხვდა

16 სექტ 2017 0 2509

   

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის უმსხვილეს სამშენებლო კომპანია Zhongmei Enginering Group Ltd-ის პირველ პირებს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინურ მხარეს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, მიმდინარე და დასრულებული პროექტები გააცნო. მან, აგრეთვე, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და პოტენციალის შესახებ ისაუბრა.
 
საუბარი შეეხო საქართველოში ქვანახშირის მოპოვებისა და ალტერნატიული ენერგო წყაროების, თბოელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს. კომპანია, ასევე, დაინტერესდა საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებით და წყალტუბოს განვითარების გეგმით. Zhongmei Enginering Group Ltd-ი მსოფლიოს 20 ქვეყანაში ოპერირებს. ჩინეთის უმსხვილესი ენერგო კორპორაციის წარმომადგენლებმა „საპარტნიორო ფონდთან" ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირების მიზნით, თბილისში 21-ე ფილიალის გახსნის სურვილი გამოთქვეს.
:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები