„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბელარუსის ელჩს შეხვდა

21 თებ 2018 0 2448

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს მიხაილ მიატლიკოვს, საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველს ანდრეი სოკოლოვს და კომპანია SIS Business Service-ის გენერალურ დირექტორს ვლადიმირ ლახტენკოვს შეხვდა.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე ბელარუსის ელჩმა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალია. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდის მანდატის, აგრეთვე, ფონდის მიერ განხორციელებული პროექტებისა და მისი მუშაობის პრინციპების შესახებ ისაუბრა.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში წარმოების სფეროს განვითარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ამ მიმართულებით, შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს. როგორც „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, ფონდისთვის ინდუსტრიის სფერო ერთერთი პრიორიტეტია, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულების განვითარებისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი.

 საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი საქმიანი ვიზიტით ბელარუსში მიიწვია და იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის საქმიანი ურთიერთობების გასაღრმავებლად მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები