„საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლებმა სისხლის უანგარო ჩაბარების აქციაში მიიღეეს მონაწილეობა

21 თებ 2018 0 2508

   

„საპარტნიორო ფონდში“ სისხლის უანგაროდ ჩაბარების აქცია ჩატარდა, რომელშიც ფონდის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. სისხლის უანგაროდ გაღებით, აქციის  მონაწილეებმა თბილისის სისხლის გადასხმის სადგურის მარაგის შევსებაში შეიტანეს წვლილი.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქციაა, ვინაიდან ყოველდღიურად საქართველოში საკმაოდ ბევრ ადამიანს ესაჭიროება სისხლის გადასხმა და მსგავსი საქველმოქმედო ღონისძიებები გადაუდებელი საჭიროების მქონე პაციენტების გადარჩენაში წვლილის შეტანის შესაძლებლობაა.

„საპარტნიორო ფონდი“ მსგავს სოციალურ პროექტებში მონაწილეობის მიღებას მომავალშიც გეგმავს.  

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები