„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი კორეული საინჟინრო-სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

01 მარ 2018 0 2787

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე კორეული საინჟინრო-სამშენებლო კომპანია SK E&C-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტსა და რეგიონულ მმართველ დირექტორს სეუნგ სოო ლის შეხვდა. კომპანია საქართველოს ენერგოსისტემითა და სხვა მიმართულებებით ინტერესდება. 

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს მუშაობის პრინციპები გააცნეს და კომპანიების გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. „საპარნტიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კორეული საინჟინრო-სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ფონდის მანდატი გააცნო და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. SK E&C-ის რეგიონულმა მმართველმა დირექტორმა სეუნგ სოო ლიმ აღნიშნა, რომ საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, ბიზნეს გარემო საგრძნობლად გაუმჯობესდა და SK E&C, რომელიც SK ჯგუფის, კორეის სიდიდით მესამე და მსოფლიოში ერთერთი ლიდერი ორგანიზაციის შვილობილია, საქართველოს ბაზარი ძალიან საინტერესოა. თავის მხრივ, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ კომპანია SK E&C-ის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ კორეული ინვესტიციები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მან აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის პროდუქტიული თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს, რაშიც „საპარტნიორო ფონდი“ მზად არის, აქტიური მონაწილეობა მიიღოს.    

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე ქართულმა და კორეულმა მხარეებმა ერთობლივი საქმიანობის სავარაუდო სფეროები განსაზღვრეს და შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

საქართველოში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, კორეული საინჟინრო-სამშენებლო კომპანია SK E&C-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და რეგიონულმა მმართველმა დირექტორმა სეუნგ სოო ლიმ, კომპანიის მენეჯმენტთან ერთად, მთავრობის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები.

SK E&C-ისა და SK ჯგუფის შესახებ: 

SK E&C არის SK ჯგუფის შვილობილი კომპანია და მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური სამშენებლო საინჟინრო ორგანიზაციაა, რომელმაც დაარსებიდან, 1977 წლიდან ამ ინდუსტრიაში ლიდერის სტატუსი დაიმკვიდრა.

SK ჯგუფი კორეის სიდიდით მესამე და მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ბიზნეს ორგანიზაციაა, რომელიც 40-მდე წევრ კომპანიას აერთიანებს. SK ჯგუფი 6 კონტინენტზეა წარმოდგენილი და სხვადასხვა ქვეყანაში საერთო ჯამში 25 000 თანამშრომელს ითვლის. 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები