„საპარნტიორო ფონდმა“ ბელარუსის მსხვილ კომპანიებთან ორი მნიშვნელოვანი მემორანდუმი გააფორმა

22 მარ 2018 0 2548

   

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის რესპუბლიკის ერთერთ უმსხვილეს ექსპორტ-იმპორტის სადაზღვევო კომპანია „ბელექსიმგარანტსა“ და „ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკთან“ გააფორმა მემორანდუმები.

„საპარტნიორო ფონდსა“ და „ბელექსიმგარანტს“ შორის საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისა და წახალისებისთვის მხარეების მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება. მემორანდუმი მოიცავს „საპარტნიორო ფონდსა“ და „ბელექსიმგარანტს“ შორის ინფორმაციის, გამოცდილებისა და რესურსების გაცვლას, რისი საბოლოო შედეგი რეგიონებში და საერთო ინტერესების სექტორებში ბაზრების სადაზღვევო პოლიტიკის შემუშავება, ერთობლივ პროექტებზე მუშაობა და ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური განვითარება იქნება. ურთიერთგაგების მემორანდუმს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგენელიძემ და კომპანია „ბელექსიმგარანტის“ გენერალურმა დირექტორმა გენადი მიცკევიჩმა მოაწერეს ხელი.  

„საპარტნიორო ფონდსა“ და „ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს დახვედრის ცერემონიალის ფარგლებში გაფორმდა. მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის ფინანსური თანამშრომლობის გაძლიერებაა.  მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის, სამართლებრივი გარემოს, ფინანსური და ინდუსტრიული სექტორების ზოგადი პოლიტიკის შესახებ, რაც მათ ბაზრის აღქმაში დაეხმარება. თანამშრომლობის მემორანდუმს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგენელიძემ და „ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი რუმასმა მოაწერეს ხელი.  

„საპარტნიორო ფონდმა“ მემორანდუმები თბილისის „მინსკის დღეების“ ფარგლებში გააფორმა. „მინსკის დღეები“ საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის პარალელურად მიმდინარეობს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები