„საპარტნიორო ფონდსა“ და „ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

22 2018 0 431

   

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს დახვედრის ცერემონიალის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი „ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკთან“ გააფორმა.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძისა და „ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკის“ გენერალური დირექტორის სერგეი რუმასის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ფინანსური თანამშრომლობის გაძლიერებაა. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთმანეთს ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის, სამართლებრივი გარემოს, ფინანსური და ინდუსტრიული სექტორების ზოგადი პოლიტიკის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, რაც მათ ბაზრის აღქმაში დაეხმარება.

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს და ბელარუსის პრეზიდენტებმა სამთავრობო დელეგაციებთან ერთად გაფართოებული შეხვედრისას, სხვადასხვა მიმართულებით სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ბელარუსულმა და ქართულმა მხარეებმა რამდენიმე მემორანდუმი გააფორმეს.

ამავე დღეს, ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულ საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმზე „საპარტნიორო ფონდმა“ კიდევ ერთი მემორანდუმი გააფორმა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ბელარუსის რესპუბლიკის ერთერთ უმსხვილეს ექსპორტ-იმპორტის სადაზღვევო კომპანია „ბელექსიმგარანტის“ გენერალურ დირექტორ გენადი მიცკევიჩთან ერთად, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისა და წახალისებისთვის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება. 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები