Fitch Ratings-მა „საპარტნიორო ფონდის“ რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გაზარდა

11 აპრ 2018 0 2830

   

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა „საპარტნიორო ფონდს“  რეიტინგის პროგნოზი გაუზარდა და „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“ გადაიყვანა. აღსანიშნავია, რომ Fitch-ის რეიტინგებში „საპარტნიორო ფონდის“ რეიტინგი ყოველწლიურად უტოლდება საქართველოს სუვერენულ რეიტინგს და ამჟამად იგი "BB-"-ს შეადგენს. Fitch-ის ანგარიშის მიხედვით, ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან, „საპარტნიორო ფონდთან“ მჭიდრო თანამშრომლობით არის განპირობებული.

Fitch-ი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ სახელმწიფო კორპორაციას და ნახევრად-საბიუჯეტო საწარმოს, რომელიც ფლობს ისეთ სტრატეგიულ სახელმწიფო კომპანიებს, როგორებიცაა სს „საქართველოს რკინიგზა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „საპარტნიორო ფონდი“ საქართველოში ერთადერთი სახელმწიფო ინტიტუტია, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას (SME) ინვესტიციების კაპიტალის სახით მიწოდებით.  

რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესების მიზეზად, აგრეთვე, სახელდება 2015 წლის ზარალის შემდეგ, 2016 და 2017 წლებში „საპარტნიორო ფონდის“ მოგებაზე გასვლა. გარდა ამისა, „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლის განმავლობაში ელოდება დაახლოებით, 70 მილიონი ლარის დივიდენდის სახით მიღებას შვილობილი საწარმოებიდან.

„საპარტნიორო ფონდის“ ლიკვიდურობის შეფასებისას, Fitch-ი აღნიშნავს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ამჟამად კარგად ემსახურება საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი Credit Suisse-ისგან აღებულ სესხს, რომლის ძირი თანხაც 130 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული სესხის დაფარვის ვადა 2020 წელია.

მნიშვნელოვანია, რომ „საპარტნიორო ფონდისთვის“ ამ ეტაპზე „BB- პოზიტიური პროგნოზით“ წარმოადგენს მაქსიმუმს, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას Fitch-ისგან. გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფო საწარმო თავად სახელმწიფოზე მჭიდროდაა ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებთან, ფონდის ტიპის საწარმოებისთვის სუვერენული რეიტინგი ზედა ზღვარს წარმოადგენს.   

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები