„საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის დირექტორმა ჩინეთში შეხვედრა გამართა

18 აპრ 2018 0 233

   

ქალაქ გუანჭოუში „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის დირექტორმა თამარ ნამორაძემ შეხვედრა გამართა სამხრეთ ჩინეთში კანადის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის მოადგილესა და "Guangdong Maimeijin"-ის საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანიის თავმჯდომარესთან მაი იე ცინთან. „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის დირექტორმა ფონდის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ბატონ მაი იე ცინს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბოსტნეულის სათბურების მშენებლობის შესახებ ისაუბრეს.

ქალაქ გუანჭოუში „საპარტნიორო ფონდისა" და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი წარმომადგენლობა 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა.

წარმომადგენლობა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს. ასევე, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებს.  

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები