„საპარტნიორო ფონდს“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხუპეის პროვინციის კომერციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ეწვია

21 აპრ 2018 0 2289

   

„საპარტნიორო ფონდს“ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხუპეის პროვინციის კომერციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ხუანგ მუ ჰონგი და მისი დელეგაცია ეწვია.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ ფონდის საქმიანობის, მანდატის, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების  შესახებ ისაუბრა. ფონდის მენეჯმენტთან ერთად, შეხვედრას  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და საინვესტიციო გარემოს კვლევისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი გიორგი ედილაშვილი ესწრებოდნენ. მათ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველო ინვესტორთათვის არაერთი ფაქტორის გამო, მიმზიდველი ქვეყანაა, მათ შორის, თავისუფალი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემო, სხვადასხვა ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები, მზარდი ფინანსური სექტორი და ა.შ. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხუპეის პროვინციის კომერციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ და ჩინეთის 500 უდიდეს კომპანიას შორის შემავალი ჰოლდინგის (Zall-ის)  შვილობილი HKB Import & Export Service-ის მენეჯერმა ძიენ ფენგ სუმ ხაზი გაუსვეს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტ-იმპორტის საკითხი და „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივა, საქართველო კი, მათთვის სხვა ქვეყნებთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი დერეფანია.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინურ და ქართულ მხარეებს ინტერესთა არაერთი საერთო სფერო აქვთ. მხარეებმა შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს, რომ „საპარტნიორო ფონდისა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხუპეის პროვინციის კომერციის დეპარტამენტის საქმიანობა, შესაძლოა, სხვადასხვა სექტორში გადაიკვეთოს, მათ შორის, ექსპორტ-იმპორტი, ლოჯისტიკა, ტურიზმი, ჩაის წარმოება და ა.შ., რაც ქვეყნებს შორის ბიზნეს ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები