„საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური ინფორმაცია გამჭვირვალეა

25 აპრ 2018 0 1075

   

„საპარტნიორო ფონდი“ ერთერთი პირველია საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებიდან, რომელმაც ფინანსური ანგარიშგება საჯარო გახადა.

„საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური ანგარიშგება უკვე ხელმისაწვდომია ფინანსთა სამინისტროს სსიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ მართულ ფინანსური ანგარიშგების პორტალის საიტზე (www.reportal.ge)."

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, საქართველომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ საკუთარ კანონმდებლობას ევროკავშირის ფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობის მოთხოვნებს დაუახლოვებდა. ამ მიზნით, 2016 წელს ძალაში შევიდა კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, რომლის შემუშავებაში მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ წამომადგენლებმაც მიიღეს. „საპარტნიორო ფონდის“ ოფიციალურ ვებგვერდზე 2011 წლიდან დღემდე ხელმისაწვდომია აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებები. ფონდი  აქტიურად ჩაერთო რეფორმის შედეგად დაწყებულ პროცესში, რაც კიდევ უფრო გაზრდის საზოგადოების ნდობას „საპარტნიორო ფონდის“ მიმართ.

ქვეყანაში ფინანსური ინფორმაციის საჯაროობა  საზოგადოების განვითარების ერთერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოში არის 72,995 აქტიური კომერციული იურიდიული პირი, აქედან 71,528 შპს, ხოლო 872 სააქციო საზოგადოება. 2018 წლის აპრილის მდგომარეობით საჯაროდ ხელმისაწვდომია 50 სააქციო საზოგადოებისა და 40 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები