დავით საგანელიძემ ლიკანის რომანოვების სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცoის პროექტირებაზე სამუშაო შეხვედრა გამართა

19 ივნ 2018 0 2894

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ფონდის  მენეჯმენტმა ლიკანის რომანოვების სასახლის კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაცoის პროექტირების ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

პროექტირების პროცესის მორიგი სამუშაო შეხვედრა ლიკანში გაიმართა. „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, არქიტექტორებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, რომანოვების სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის კონცეფცია და პროექტირების გეგმა განიხილეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. 

რომანოვების სასახლის კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაცის პროცესი გეგნგეგმის შემუშავებას, პარკის, ვიზიტორთა ცენტრის, ადმინისტრაციული შენობის, სასახლისა და ორანჟერეის, ასევე, სასტუმროსა და საკონფერენციო ბლოკის პროექტირებას გულისხმობს. პროექტირების დეტალებზე მუშაობა არქივებში დაცული მასალების მიხედვით და ისტორიულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მიმდინარეობს.

საიმპერატორო სასახლის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის  საბოლოო კონცეფციას „საპარტნიორო ფონდი“ მთავრობას შემოდგომაზე წარუდგენს. ფონდი რომანოვების სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის კონცეფციაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, არქიტექტორების ჯგუფთან  და  ხელოვნებათმცოდეებთან ერთად მუშაობს.

 „ჩვენ ბოლომდე გაცნობიერებული გვაქვს თუ რამდენად მნიშვნელოვან ძეგლზე ვმუშაობთ, რა ისტორიული დატვირთვა აქვს მას და რამდენად საჭიროა მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ქვეყანაში ტურიზმის განვითარების კუთხით.  ძეგლი ფართო საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.  იმედი მაქვს, მალე რომანოვების სასახლე იქნება საქართველოში ერთერთი ყველაზე საინტერესო  და კომფორტული ადგილი ტურისტებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად, სასახლეს პირვანდელი სახე დავუბრუნოთ და ის მულტიფუნქციურიც გავხადოთ, ასევე, განვავითაროთ ტურისტული ინფრასტრუქტურა,“ განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

რომანოვების სასახლის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია ობიექტის ძეგლის სტატუსისა და მისი ავთენტურობის შენარჩუნებას ითვალისწინებს. სასახლეში მოეწყობა მუზეუმი, სადაც განთავსებული იქნება კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მქონე რესტავრირებული ნივთები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და  კულტურული ფასეულობები. შევედრაზე მხარეებმა მიმდებარე ტერიტორიიის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და 7 ჰექტარი პარკის განვითარების გეგმის შემუშავების საკითხი განიხილეს.

ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია განვითარებისთვის და სამართავად „საპარტნიორო ფონდს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 25-წლიანი მართვის უფლებით გადმოსცა.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები