„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის ვაჭრობის ხელშემწყობ საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

23 ივნ 2018 0 2274

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის ვაჭრობის ხელშემწყობი საბჭოს პრეზიდენტის ვან სუტუნის ხელმძღვანელობით, საქართველოში ვიზიტით მყოფი გუანტუნის პროვინციის დედაქალაქ გუანჭოუს ოფიციალური დელეგაცია მიიღო.

ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის ვაჭრობის ხელშემწობ საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ლოგისტიკის, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების, ექსპორტ-იმპორტის, სამკურნალო ტურიზმისა და საგანმანათლებლო სექტორებში ურთიერთთანამშრომლობის განვითარების საკითხებს მოიცავს.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ნატურალური პროდუქციის, მათ შორის, ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ჩინეთის ბაზარზე იმპორტისა და რეალიზაციის საკითხების შესახებ გაამახვილეს ყურადღება. ჩინურმა მხარემ გუანჭოუში ქართული პროდიქციის პოპულარიზაციის მიზნით, მასშტაბური გამოფენის მოწყობის შესახებ ინიციატივა გამოთქვა და ჩინურ ენაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად ქართველი სტუდენტები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სასწავლებლად მიიწვია.

გუანჭოუს დელეგაციის წევრებმა საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობისა და საუკუნის პროექტ „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდთან“ აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს და სამომავლო ამოცანები დასახეს.

ჩინურმა მხარემ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე 26 ოქტომბერს გუანჭოუში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მიიწვია. ფორუმში 100-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.  გუანჭოუ 2014 წლიდან თბილისთან დამეგობრებული ქალაქია. ის  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთერთ ყველაზე განვითარებულ სავაჭრო-ინდუსტრიულ ქალაქად მიიჩნევა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები