„საპარტნიორო ფონდისა“ და რუხის სავაჭრო ცენტრის მიერ ინიცირებული ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ საზეიმოდ დაიხურა

16 ივლ 2018 0 2433

   

რუხის სავაჭრო ცენტრში ფესტივალის „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა სტუმრებმა.

ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის შეჯიბრება მინი ფეხბურთში, მაგიდის ტენისში, ნარდში, დართსში და კომპიუტერულ თამაშებში. გამარჯვებული გუნდები რუხის სავაჭრო ცენტრმა სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა. დღის ბოლოს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის პირდაპირი ტრანსლირება მოეწყო, რომელსაც გულშემატკივრებმა დიდ ეკრანზე ადევნეს თვალი. ჩემპიონატის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ, საღამო როკ ჯგუფი „Under Seven“-ის კონცერტით დასრულდა.

ერთთვიანი ფესტივალი „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია რუხის სავაჭრო ცენტრის ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ „Check in Georgia“-ის მხარდაჭერით იმართებოდა.

ფესტივალი, რომელიც 14 ივნისს დაიწყო, კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავდა. ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“-ის ფარგლებში, ტარდებოდა სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, შეჯიბრებები,  მარათონი, დაჯილდოვებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება. 

ზაფხულის განმავლობაში, რუხის სავაჭრო ცენტრში დამატებით რამდენიმე სპორტულ-კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი. 

რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის შესახებ:

სამეგრელოს რეგიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა, რომელმაც ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას  სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით სარგებლობის  საშუალება მისცა. ცენტრში წარმოდგენილია ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები, საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. რუხის სავაჭრო ცენტრი 2016 წელს გაიხსნა და დღეს რეგიონის ერთერთ მასშტაბურ სავაჭრო დაწესებულებას წარმოადგენს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები