„საპარტნიორო ფონდმა“ საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმზე ფონდის სტრატეგიისა და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია მოაწყო

17 ივლ 2018 0 136

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დრექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ თბილისში გამართულ საქართველო-იტალიის საერთაშორისო ბიზნეს-ფორუზე ფონდის სტრატეგიისა და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია მოაწყო და ფორუმის მონაწილეებს ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ნათია თურნავამ საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, საინვესტიციო პოტენციალისა და საერთაშორისო რეგიონული ვაჭრობის განვითარების შესახებ ისაუბრა, ასევე, ყურადღება გაამახვილა „საპარტნიორო ფონდის“ ჩართულობით, ქართულ-იტალიური ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელების პერსპექტივებსა და მსგავსი ფორუმების სახით, სადისკუსიო პლატფორმების დამკვიდრების აუცილობლობაზე.

საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმზე 23 იტალიური, 120-ზე მეტი ქართული კომპანია და საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ წარმოდგენილნი. ბიზნეს- ფორუმი საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ. ასევე, ფორუმზე სიტყვით წარდგნენ ორი ქვეყნის ეკონომიკური პროფილის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები.

ფორუმი ორი ქვეყნის მთავრობის ერთობლივი ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიება იტალიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას.

ფორუმის მიზანია შეიქმნას პლატფორმა, სადაც იტალიური და ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს განიხილავენ. ფორუმზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო წარმოება, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. სამუშაო სესიების შემდეგ ქართულ და იტალიურ კომპანიებს შორის შეხვედრები გაიმართა.

საქართველო-იტალიის საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმის ფორმატის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა შედგა „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებსა და იტალიის სახელმწიფო ექსპორტის საკრედიტო სააგენტო  „საჩე“ (SACE) ჯგუფის პრეზიდენტს ალესანდრო დეჩიოს შორის. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დრექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ, ფინანსური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ციმაკურიძემ, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნინო ჩოლოყაშვილმა და რისკების მართვისა და ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ჭანტურიამ.

„საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორი იტალიური კომპანია „საჩე“(SACE) არის მსოფლიოში ერთერთი ლიდერი ფინანსური მომსახურების სააგენტო, რომელიც საერთაშორისო ბაზარს ფართო ფინანსური პროდუქტების სპექტრს სთავაზობს.

 

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები