„საპარტნიორო ფონდის“ ოფიციალური დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს

22 ივლ 2018 0 2518

   

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. ფონდის დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტში ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტთან არსებული ტექნოლოგიური ბაზრის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის მიწვევით იმყოფება.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია საქმიან შეხვედრებს ქალაქ შენჭენსა და გუანჭოუში მართავს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფონდის დელეგაცია ქალაქ შენჭენში ეკონომიკური ურთიერთობისა და ვაჭრობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარეს თიენლუ სუნის შეხვდა. ასოციაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანტუნის პროვინციის მსხვილ ბიზნეს კომპანიებს აერთიანებს და მსოფლიო მაშტაბის საერთაშორისო დონის ფორუმებსა და კომფერენციებს მასპინძლობს. ასევე, კონსულტაციას უწევს ჩინურ ბიზნეს კომპანიებს სხვადასხვა მიმართულებით.

ეკონომიკური ურთიერთობისა და ვაჭრობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციამ ინტერესი გამოთქვა საქართველოში სპეციალური კვლევების ჩატარების შემდეგ, ტექნოლოგიების მიმართულებით, კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები წარმოადგინოს. ასევე, შუამდგომლობა გაუწიოს ჩინურ ბაზარზე მოქმედ მსხვილ ბიზნეს კომპანიებს საქართველოში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა ტექნოლოგიური ბაზრის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარეს ჭან იანსა და „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს შორის, რომელიც მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს. „საპარტნიორო ფონდის“ შეთავაზებით, ტექნოლოგიური ბაზრის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესასწავლად  და კონკრეტული პროექტების წარმოდგენის მიზნით, საქართველოში ვიზიტს შემოდგომაზე გეგმავს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა შენჭენის ყველაზე მსხვილ ჩინურ კომპანია Shenzhen appotronics Technology-სთან. კომპანია საკუთარი პროდუქციის  ექსპორტს ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში ახორციელებს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ფოდის დელეგაციამ ჩინურ მხარეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო და ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის თავისუფალ სავაჭრო ურთიეროთობებზე მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან.  შეხვედრის შემდეგ ჩინურ კომპანიას საქართველოში წარმოების გადმოტანასთან დაკავშირებით ინტერესი გაუჩნდა.

საქმიანი ვიზტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ქალაქ გუანჭოუში „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის ოფისში. გაფართოებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საუკუნის პროექტ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელმა ჰომერ იუმ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს  ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

„საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის შუამავლობით, შეხვედრა შედგა გუანჭოუს ვაჭრობის ხელშემწყობი საბჭოს პრეზიდენტთან ვან სუტუნთან. ჩინურმა მხარემ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ ინტერესი გამოთქვა. ასევე, აქცენტი გააკეთა  საქართველოს უმნიშვნელოვან როლზე „ერთი სარტყელი,ერთი გზის“ პროექტში ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.

„საპარტნიორო ფოდის“ ოფიციალური დელეგაციის საქმიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დასრულდა. დელეგაციაში, რომელსაც ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობდა შედიოდნენ „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დანელია, ფონდის შვილობილი „დარგობრივი განვითარების კომპანიის“ კვლევებისა და ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კვერნაძე და, ასევე, ფონდის წარმომადგენელი ცისია ფანჩვიძე.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები