„საპარტნიორო ფონდს“ პორტუგალიის დელეგაცია ეწვია

10 აგვ 2018 0 2133

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში პორტუგალიის საქმიანი წრეების ოფიციალური დელეგაცია მიიღო.

 საქართველოში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებით კომპანია News Museum და Elevolution group SGPS არიან დაინტერესებულნი. ფონდში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პორტუგალიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა ფონდის მენეჯმენტს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

 შეხვედრაში მონაწილე პორტუგალიური მრავალპროფილიანი კომპანიები მსოფლიო ბაზარზე მასშტაბური პროექტებით არიან წარმოდგენილნი. მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულება გზების, ხიდების, სახვადასხვა ტიპის შენობების, მათ შორის საავადმყოფოების, გვირაბებისა და წყლის სისტემების მშენებლობა, ასევე ნარჩენების გადამუშავებაა.

 შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები