„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გერმანიის კანცლერის ვიზიტის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

24 აგვ 2018 0 2166

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ქართველი და გერმანელი ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მრგვალი მაგიდის შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა და დელეგაციის ხელმძღვანელმა, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა თომას ბარაისმა გახსნეს. მხარეებმა საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ გერმანიის ბიზნეს დელეგაციას ფონდის მანდატი გააცნო და „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გერმანელ პარტნიორებთან განხორციელებული ერთობლივი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან აღნიშნა, რომ ფონდი არის სანდო პარტნიორი ინვესტორთათვის და გერმანული ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს სხვადასხვა მიმართულების პროექტებში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრას ქართული ბიზნესის წარმომადგენლების გარდა, მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, რომლებიც საქართველოში ეკონომიკური გარემოსა და ადგილობრივი ბიზნესკლიმატის შესასწავლად ჩამოვიდნენ.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები