„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ ჩეხ ბიზნესმენებს ფონდთან თანამრომლობის პერსპექტივები გააცნო

13 სექტ 2018 0 2000

   

„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ  საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო.

 საქართველოსა და ჩეხეთის  სავაჭრო-სამრეწველო პალატების  ორგანიზებით თბილისში გამართულ ბიზნეს ფორუმზე გიორგი დანელია პრეზენტაციით წარდგა და ჩეხ ბიზნესმენებს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა თავის გამოსვლაში საქართველოსა და ჩეხეთის ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავების, ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო პოტენციალის გამოყენებისა და საინტერესო ბიზნეს პროექტების განხორციელების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

 საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე   ეკატერინე მიქაბაძემ,  ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრმა  მარტა ნოვაკოვამ და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა  ბორივოჟ მინარმა გახსნეს.  

 ბიზნეს ფორუმის მიზანი  ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი კომუნიკაციის დამყარება და საქართველოსა და ჩეხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის გაღრმავება იყო. ღონისძიების  ფარგლებში, გაიმართა ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ჩეხურ კომპანიებს შორის.

 ჩეხური მხრიდან ბიზნეს ფორუმზე წარმოდგენილი იყო 21 კომპანია შემდეგი სექტორებიდან: ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა, სამედიცინო ტურიზმი, მანქანათმშენებლობა.  ღონისძიების ფარგლებში, ქართულ ბიზნეს-სექტორთან საქმიანი კომუნიკაციის დასამყარებლად საქართველოში ჩამოვიდნენ ისეთი  მსხვილი მწარმოებლები, როგორებიც არიან ŠKODA TRANSPORTATION a.s, ŠKODA ELECTRIC a.s და სხვა.  ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაემართათ მოლაპარაკებები პოტენციურ-ბიზნეს პარტნიორებთან.

 

 

 

 

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები