გიორგი დანელია: „„საპარტნიორო ფონდი“ ინვესტორებს თანადაფინანსების შესაძლებლობებსა და კაპიტალის ეფექტიანი გამოყენების საშუალებას აძლევს ”

14 სექტ 2018 0 2136

   

„საპარტნირო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დაელიამ Globalscope 2018 - პირველ საერთაშორისო M&A ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

„„საპარტნიორო ფონდი“ ინვესტორებს კაპიტალის ეფექტიანი გამოყენების საშუალებას აძლევს და მიმზიდველ ბიზნეს პროექტებში ინვესტირებას სთავაზობს“-ეს განაცხადება გიორგი დანელიამ  საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა, რომელსაც მსოფლიოს 55 უმსხვილესი საინვესცტიო კომპანიისა და 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი ესწრებოდა.

„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ფორუმზე პრეზენტაცია მოაწყო და ფონდის საქმიანობის შესახებ ინვესტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. M&A ფორუმში მონაწილე საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, ბიზნესის განვითრების პერსპექტივებსა და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს გაეცნენ.

Globalscope ამიერკავკასიის რეგიონში პირველია, რომელიც მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი, შერწყმასა და შესყიდვაზე სპეციალიზებული, მსოფლიო ქსელის - Globalcope-ის წევრი გახდა. პირველად, საქართველოში ქართულ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საზღვარგარეთ ახალი ბიზნესის შეძენით, ან არსებული ბიზნესის ადგილზე გაფართოებით, კონფიდენციალურობის სრული დაცვით, ბიზნესის შერწყმის ან გაყიდვის შესაძლებლობა ეძლევათ.

საერთაშორისო M&A ფორუმი საქართველოში საინვესტიციო კომპანია „ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ ორგანიზებით პირველად გაიმართა. საინვესტიციო კომპანია „ალიანს ჯგუფი კაპიტალმა“ Globalscope-ის მორიგი ფორუმისთვის საქართველოში მასპინძლობის უფლება ავსტრალიაში გამართულ წინა წლის ფორუმზე 46 წევრი ქვეყნის კენჭისყრის შედეგად მოიპოვა.

Globalscope 1987 წელს დაარსებული, მსოფლიოს წამყვანი Mergers & Acqisitions ქსელია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს M&A სფეროში, მართავს ბიზნესის შესყიდვების, გაფართოებისა და რესტრუქტურიზების ტრანზაქციებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები