„ის, რაც კარგია უკრაინისთვის, კარგია საქართველოსთვის და რაც კარგია საქართველოსთვის, კარგია უკრაინისთვის“ - დავით საგანელიძე

17 ნოემბ 2017 0 2395

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ უკრაინის „აბრეშუმის გზის“ მეორე ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

კიევში გამართული საერთაშორისო ფორუმის მიზანი აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და პერსპექტივების დასახვა იყო. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა, ევროპისა და აზიის მსხვილი საფინანსო და კერძო კომპანიების ხელმძღვანელებმა და საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების განვითარების შესახებ ისაუბრეს.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ღონისძიების გახსნით ცერემონიალზე, საპატიო სტუმრებთან ერთად, აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

„დღესდღეობით, საქართველო მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა საინვესტიციო პოტენციალის მხრივ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს გავლით აბრეშუმის გზის დერეფნის ამოქმედება. ვგულისხმობ ტრანსრეგიონული სატრანსპორტო ნაკადების გააქტიურებას. 2015 წელს ამოქმედდა ტრანსკასპიური სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ჩინეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ჩვენი ქვეყნის გავლით კი - ევროპულ ქვეყნებს აერთიანებს.  შესაბამისად, დიდია საქართველოს როლი საუკუნის პროეტში „ერთი სარტყელი –  ერთი გზა” და ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, ამ პროექტში აქტიურ ჩართულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. აბრეშუმის გზის აღდგენა აახლოებს ჩვენს ქვეყნებს და საქართველო ხდება ევროპისა და ჩინეთის კარიბჭე უზარმაზარი პოტენციალით,“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.

მან უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო ისტორიული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაც კარგია უკრაინისთვის, კარგია საქართველოსთვის და რაც კარგია საქართველოსთის, კარგია უკრაინისთვისაც.

 „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო  სავაჭრო-საინვესტიციო სესიაშიც, რომლის ფარგლებში, მან დამსწრეებს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და სტრატეგიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამავე სესიაზე დავით საგანელიძემ ჟურნალისტებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

დავით საგანელიძემ დამსწრე საზოგადოება 28-29 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე მოიპატიჟა.

უკრაინის „აბრეშუმის გზის“ მეორე ფორუმის ოფიციალურად დახურვის შემდეგ, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვოლოდიმირ ომელიანმა „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი სამინისტროში მიიწვია. მხარეებმა საქართველო-უკრაინის თანამშრომლობისა და საბორნე მიმოსვლის პროექტის შესახებ ისაუბრეს. 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები