დავით საგანელიძემ სპორტული და აქტიური ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

28 სექტ 2018 0 2125

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სპორტული და აქტიური ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაში „Sportsway 2018“ მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მიზანი ტურიზმის ამ მიმართულების მსოფლიო ტრენდების,  რეგიონის ეკონომიკური განვითარების საკითხებისა და პერსპექტივების განხილვა იყო.

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მიმართა.

„ბოლო დროს, საქართველოში ტურიზმის სექტორი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, ტურისტების ნაკადი ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება და ეს სექტორი ქვეყნის განვითარებაში უდიდეს ადგილს იკავებს. საქართველო მსოფლიოში ერთერთი გამორჩეული ქვეყანაა თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და ლანდშაფტის მრავალფეროვნებით, სწორედ ამიტომ არის ასეთი საინტერესო ჩვენი ქვეყანა აქტიური ტურიზმისათვის. „საპარტნიორო ფონდის“ მთავარი ამოცანა ბიზნესის განვითარებაა, განსაკუთრებით, რეგიონებში; ხოლო რეგიონებში ჩვენთვის ერთერთი ყველაზე პრიორიტეტული სწორედ ტურიზმის სფეროა. ჩვენ ვაფინანსებთ რეგიონებში სასტუმროების მშენებლობას, ინფრასტრუქტურას, რომელიც ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ მზად ვართ, ბიზნეს პროექტებში მნიშვნელოვანი ადგილი დავუთმოთ სწორედ სპორტული და აქტიური ტურიზმის განვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის მსოფლიო რუკაზე.“

კონფერენციაში, რომელიც წელს უკვე მეორედ გაიმართა, მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ბიზნესმობუდსმენის, პროექტის „USAID ზრდა საქართველოში“ წარმომადგენლებმა, ასევე მსოფლიოს წამყვანი სპორტული და ივენთ კომპანიების პირველმა პირებმა მიიღეს. კონფერენციაზე სპეციალური პრეზენტაციით წარდგა ჩინეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი ძია სიაო ფანგი.         

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები