„საპარტნიორო ფონდმა“ და ჯგუფმა „სოსიეტე ჟენერალმა“ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს

18 დეკ 2018 0 2046

   

„საპარტნიორო ფონდს“ ევროპის ერთერთი უმსხვილესი კომერციული ბანკის, „სოსიეტე ჟენერალის“ ბიზნესის განვითარების რეგიონული ხელმძღვანელი, ალი ახმედოვი ეწვია. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ხელაიამ, ფინანსური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ციმაკურიძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჩოლოყაშვილმა ფონდის მანდატი, საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები და ინვესტირების პრინციპები განმარტეს. თავის მხრივ, ალი ახმედოვმა დეტალებში წარმოადგინა ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალის“ რეგიონული პოლიტიკა და გამართა პრეზენტაცია შუა აზიისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებში ბანკის სტრატეგიის შესახებ.

„სოსიეტე ჟენერალის“ წარმომადგენელი „საპარტნიორო ფონდის“ მსხვილი პროექტებით დაინტერესდა და მათში ფინანსური თანამონაწილეობის სურვილი გამოთქვა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და კონკრეტული ამოცანების დასახვის მიზნით, მომდევნო სამუშაო შეხვედრა 2019 წლის დასაწყისში დაგეგმეს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები