„საპარტნიორო ფონდის“ პროექტებმა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების „Welcome to Georgia!“-ს ნომინაციებში გაიმარჯვეს

18 დეკ 2018 0 109

   

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალურ ცერემონიაზე „Welcome to Georgia!“-ს ნომინაციებში „საპარტნიორო ფონდის“ პროექტებმა გაიმარჯვეს. ფონდის შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ პროექტმა „WEHOST“ ორი ნომინაციის, საუკეთესო ტურისტული სტარტაპისა და ყველაზე მზარდი კომპანიის ტიტულები მოიპოვა. „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებულმა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანმა“ კი ჯილდო საუკეთესო სამთო სათხილამურო სასტუმროს ნომინაციაში აიღო.

წლის საუკეთესო ტურისტულ სტარტაპს ჯილდო „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გადასცა. გიორგი დანელიას განცხადებით, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მიმართ ინვესტორთა ინტერესი მზარდია. მისი თქმით, ტურიზმი ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების ერთერთ მნიშნელოვან წყაროდ ჩამოყალიბდა. გიორგი დანელიამ ხაზი გაუსვა ტურიზმის სფეროში ინოვაციური მიდგომებისა და ახალი წამოწყებების მნიშვნელობას.

„საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ-საქართველოს“ გამარჯვებული პროექტი „WEHOST“-ი  ბაზარზე ერთი წელია არსებობს. „WEHOST“- ი არის  Airbnbმენეჯემენტ კომპანია, რომელიც ხელს უწყობს AirBnb-ის განვითარებას საქართველოში, პროექტი გულისხმობს Airbnb-ზე და სხვა წამყვან ტურისტულ საიტებზე (Booking.com, Homeaway, Flipkey, Tripadvisor და სხვა) ბინის გასაქირავებლად განთავსებას და შემდეგ სასტუმროს დონის მომსახურების შეთავაზებას უცხოელი სტუმრებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების უკვე მეოთხე ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც ტურიზმისა და მასაპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენელისგან 23  გამარჯვებული გამოავლინეს.  ღონისძიებას 800-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ პროექტის ნომინანტები, პარტნიორები, ბიზნეს და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

„Welcome to Georgia!“-ს პროექტში წელს მონაწილეობა 350-მა ნომინანტმა მიიღო, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, საქართველოს ყველა რეგიონიდან.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები