ქართული ღვინის სახლი მინსკში

19 დეკ 2018 0 2678

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი მინსკში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. დავით საგანელიძე ბელარუსის პრემიერ-მინისტრს ანდრეი კობიაკოვს, ვიცე-პრემიერს მიხეილ რუსის და დედაქალაქის ვიცე-მერს ალექსანდრე კრეპაკს  შეხვდა. მხარეებმა საქართველო ბელარუსის ერთობლივ ბიზნეს პროექტებისა და საინვესტიციო მიმართულებების შესახებ ისაუბრეს.

მინსკში გამართული საქმიანი შეხვედრების მიზანი საქართველოში წარმოებული ნატურალური პოდუქტების ექსპორტისა და ბელარუსის მთავრობის მიერ ქალაქის ცენტრში გადმოცემულ ფართში ქართული კულტურის სახლის განთავსების, ასევე, შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის შესახებ საკითხების განხილვა იყო. ამ მიმართულებით, მხარეებმა „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანიის „ქართული ნატურალური პროდუქტების“ განვითარების შესახებ იმსჯელეს.

ქართული კულტურის სახლში ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი, მარანი და ენოთეკა განთავსდება, ასევე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ნატურალური პროდუქტები, ქართული დასახელების ღვინოები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები. მინსკში არსებული  კულტურის სახლი ქართულ პროდუქციას გაუწევს პოპულაიზაციას.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები