დავით საგანელიძემ რეგიონული ბიზნესის ფორუმში „ღია დიალოგი ბისნესთან“ მიიღო მონაწილეობა

25 თებ 2019 0 2367

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ ორგანიზებითა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემიის პროექტის მხარდაჭერით გამართულ რეგიონული ბიზნესის ფორუმში „ღია დიალოგი ბიზნესთან“ მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან მოწვეულ მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების, კოოპერატივებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, ქვეყნის ეკონომიკური გუნდისთვის პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ მიეწოდებინათ ინფორმაცია, ასევე, მიეღოთ პასუხები მათთვის აქტუალური საკითხებისა და მთავრობის გეგმების შესახებ.  ფორუმს ჯამში 200-მდე მეწარმე ესწრებოდა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები