„საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობას ჰონგ-კონგის ბიზნეს დელეგაცია გაეცნო

18 2019 0 195

   

ჰონგ-კონგის უმაღლესი რანგის ბიზნეს დელეგაციას დღეს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა და პროექტები ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ჩოლოყაშვილმა გააცნო. თბილისში გამართული საქართველო-ჰონგ-კონგის ბიზნეს ფორუმი ქვეყნის  საინვესტიციო შესაძლებლობებს მიეძღვნა.

საქართველო-ჰონგ-კონგის ბიზნეს ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა. თბილისში ოფიციალურ ვზიტად მყოფ ჰონგ-კონგის ოფიციალურ დელეგაციას ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს.

ჰონგ-კონგის უმაღლესი რანგის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის მიზანია, გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რომებსაც „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.  ბიზნეს ფორუმზე მხარეებმა საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. კერძოდ, ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ.

ჰონგ-კონგის დელეგაციის წევრებმა თბილისში გამართულ ბიზნეს ფორუმზე საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები